დასახელება:
აღმზრდელ-პედაგოგი
|
მომწოდებელი:
ელიოტი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
საბავშვო ბაღი "ელიოტი" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ვაკანსიაზე.
ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს:
** სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით
** ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
** წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს ზაფხულის პერიოდში)
ძირითადი მოვალეობები:
** სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელი პირობაა თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
საბავშვო ბაღი ელიოტი გთავაზობთ:
** მზრუნველ და გუნდურ გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება: 1100-1300 ლარი
2020elliot2020@gmail.com
|
|
|
|