Робота для біженців з України
მეთოდოლოგიის განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეთოდოლოგიის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას მეთოდოლოგიის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე მეთოდოლოგიის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული  

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების მფლობელებთან ინტერვიუების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/მართვა;
** ბიზნეს-პროცესების დოკუმენტირების მიზნით, ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისათვის ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზი, შესაძლებლობების და გადაჭრის გზების დადგენა;
** IT გუნდისთვის ბიზნეს-დავალების შემუშავება;
** თანამშრომელთათვის ბიზნეს-პროცესების გაცნობის მიზნით ტრენინგებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, კომპიუტერული მეცნიერებების ან მათთან დაკავშირებულ სფეროში);
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება საბანკო სფეროში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული დოკუმენტების საბაზისო დონეზე ცოდნა;

სასურველი:

** Microsoft Visio-ში მუშაობის გამოცდილება;
** ალტას პროგრამა B6-ის მოდულებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:

** ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივლისი.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე