დასახელება:
რეგისტრაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.ahtbilisi.com.
ჰოსპიტალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.ahtbilisi.com.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამაში;
** საჭირო დოკუმენტის აღრიცხვა პროგრამულად;
** სამედიცინო ბარათის გახსნა;
** ელექტრონული სისტემის საშუალებით პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად;
** დებიტორული ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ პროგრამებში მუშაობა;
** მოთხოვნის, შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება.
** სალაროში შემოსული თანხების გადახდის ქვითრების მკაცრი აღრიცხვა და გადაბარება ფინანსური დეპარტამენტისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების გადაღება, დასკანერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, 0102 უშანგი ჩხეიძის ქ. #17
** შერჩევის ფორმა: გასაუბრება
** ანაზღაურება: 1.250, 0 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით (დარიცხული)
** კორპორატიული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|