დასახელება:
რობოტიკის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
თბილისის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"თბილისის საერთაშორისო სკოლა" — მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც ხელმძღვანელობს თანამედროვე სწავლების მეთოდებით და ისწრაფვის ინოვაციური, მომავლისთვის მზად მყოფი თაობის აღზრდისკენ.
სწორედ ამ მიზნების მიღწევის ფარგლებში, სკოლა აცხადებს ვაკანსიას რობოტიკის მასწავლებლის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მოსწავლეთათვის რობოტიკის სასწავლო პროგრამის დაგეგმვა და ჩატარება (ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებით).
** საბაზისო და საშუალო დონის რობოტიკის პლატფორმებთან მუშაობა (მაგ. LEGO Mindstorms, VEX, Arduino, Micro:bit და სხვა).
** ელექტრონიკისა და მექანიკური სისტემების ძირითადი პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული გამოყენება.
** ვიზუალური და ტექსტური პროგრამირების ენების სწავლება (მაგ. Scratch, Blockly, Python, C++).
** გუნდური პროექტების ხელმძღვანელობა და ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობა.
** მოსწავლეთა უნარების განვითარება კონკურსებისა და გამოფენების მეშვეობით (მაგ. Robotex, World Robot Olympiad).
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების სწავლება და დაცვა.
** მუდმივი პროფესიული განვითარება და საგანმანათლებლო ინოვაციებზე ორიენტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით: ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა ან მასთან დაკავშირებული დარგები).
** რობოტიკის ან პროგრამირების სწავლების გამოცდილება ბავშვებთან/მოზარდებთან.
** ტექნოლოგიებთან და სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან მუშაობის უნარი.
** შემოქმედებითი მიდგომა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტილი.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და საერთაშორისო რესურსების გამოყენების უნარი.
მისამართი: დიდი დიღომი, ზურგოვანი, თავისუფლების ქ.10.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, სოფელი ზურგოვანი, თავისუფლების ქუჩა #10.
საკონტაქტო ნომერი: + (995) 591 43 77 99; 568 611 511.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: info@tis.edu.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|