Робота для біженців з України
PA, ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PA, ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: რემედიუმ სისტემ
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"Remedium System" თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სტარტაპია რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია სამედიცინო მიმართულებით ქმნის პროგრამებსა და აპლიკაციებს სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისა და ექიმებისთვის ერთიანი ტექნოლოგიური აპლიკაციებისა და კომფორტული სერვისების მიწოდებაზე.

1. PA

როლის მიზანი:

როლის მისიაა უზრუნველყოს ბიზნესში მიმდინარე პრიორიტეტული ინფორმაციის და სიახლეების გამჭვირვალე, დროულ და სტრუქტურირებულ მიწოდებას დამფუძნებლისთვის, რაც მას მხარს დაუჭერს სტრატეგიულ პროცესებზე ფოკუსირებაში ყოველდღიური ჩართულობის ჩართულობის გარეშე.

როლის პასუხისმგებლობები:

** ტოპ-მენეჯმენტის მხრიდან მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად შეგროვება და დამფუძნებლისთვის რელევანტურად მიწოდება;
** რეპორტების მომზადება მენეჯმენტის მიმდინარე საკითხების, გადაწყვეტილებებისა და პროგრესის შესახებ;
** დამფუძნებლის სამუშაო კალენდარის მართვა - შეხვედრების დაგეგმვა, დროის ოპტიმიზაცია და კომუნიკაციის კოორდინაცია;
** საჭირო ინფორმაციის მოძიება, ფოკუსური თემების წინასწარ დამუშავება და პრიორიტეტების მენეჯმენტი;
** აქტიური კომუნიკაცია როგორც შიდა, ასევე გარე პარტნიორებთან საჭიროებისამებრ;
** დოკუმენტაციის და მიმოწერის პრინციპების განსაზღვრა და შესრულება.

მნიშვნელოვანი კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** თანამშრომლებთან მუშაობის მაღალი კულტურა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა;
** ტექნოლოგიური პროგრამების ცოდნა (Google Workspace, Trello/Notion ან მსგავსები);
** ბიზნეს ინგლისური და ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და რეპორტინგის გამოცდილება აუცილებელია;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის შენარჩუნება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ლანჩის უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ლოკალურ და საერთაშორისო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა დინამიურ და პროდუქტიულ გარემოში;
** ინკლუზიურ და ჯანსაღ გარემოს, მუდმივი განვითარებისთვის.

2. ტალანტების მოზიდვის სპეციალისტი

როლის მიზანი:
ტალანტების მოზიდვის სპეციალისტის მისიაა კომპანიის ადამიანური კაპიტალის გაძლიერება - ნიჭიერი და შესაბამისი კანდიდატების მოძიება, დაინტერესება და გუნდში აყვანა. როლის პასუხისმგებლობაა შერჩევის სრული ციკლის მართვა, შერჩევის პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფა და კანდიდატებისა და ვაკანსიის მენეჯერებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნა.

როლის პასუხისმგებლობები:

** ვაკანსიების საჭიროებების ანალიზი და პოზიციების აღწერილობების მომზადება მენეჯერებთან ერთად;
** საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა (ვაკანსიის განაცხადები, პოსტები, კანდიდატებთან სასაუბრო & უკუკავშირის ტექსტების განსაზღვრა), შერჩევის პლატფორმის საკომუნიკაციო შაბლონების განსაზღვრა&იმპლემენტირება;
** კანდიდატების მოძიებისთვის სხვადასხვა არხების აღმოჩენა/გამოყენება საშუალებით (LinkedIn, CV ბაზები, სოც.ქსელები და სხვა)
** შერჩევის პროცესის ეტაპების და ინსტრუმენტების განსაზღვრა და დაორგანიზება: ინტერვიუ, კანდიდატის დავალება, შეფასებების კოორდინაცია და უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** მენეჯერებისთვის რეკომენდაციების მიწოდება და არჩევანის პროცესში მხარდაჭერა;
** თანამშრომლობის პირობების შეთანხმება და შეთავაზების ეტაპის მენეჯმენტი;
** შერჩევის პროცესის შეფასება, სიახლეების აღმოჩენა და პროცესის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება/შესრულება;
** მონაცემების და მეტრიკების აღრიცხვა და რეკრუტმენტზე რეპორტინგი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან.

მნიშვნელოვანი კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თანამშრომლებთან მუშაობის მაღალი კულტურა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა;
** ტექნიკური როლების შერჩევის გამოცდილება პოზიციისთვის აუცილებელია;
** ყველა საფეხურის როლების შერჩევის გამოცდილება (ტექნიკური/არატექნიკური)
** თანამედროვე რეკრუტმენტის ინსტრუმენტებისა და არხების ცოდნა (მაგ. LinkedIn Recruiter, ATS სისტემები)
** რეპორტინგის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროცესების/პროექტების ორგანიზებისა და დროის მართვის შესაძლებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრაზე მობილიზებული აზროვნება;
** ინგლისური ენის ცოდნა (C2/C1).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ლანჩის უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ლოკალურ და საერთაშორისო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა დინამიურ და პროდუქტიულ გარემოში;
** ინკლუზიურ და ჯანსაღ გარემოს, მუდმივი განვითარებისთვის.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 9 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@remediumsystem.com.

გამოგზავნისას subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პოტენციური დამსაქმებლისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემასა და დამუშავებაზე. თუ არ გადახვალთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპზე, შერჩევის გუნდი შეინახავს თქვენს განაცხადს მომავალი პოზიციებისთვის და საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე