Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ" საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება
** სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უცხო ენის ცოდნა
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

აუცილებელი უნარები:

** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი # 132
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: office@premiumlogistics.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე