დასახელება:
ბარისტა - მოლარე
|
მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲠᲘᲢᲐᲡᲘ აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ბარისტას პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროგრამა/პროექტი: ინკლუზიური სოციალური კაფე სვით ჰართ
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე.
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო მიზანი:
ინკლუზიურ კაფეში ყავის, ჩაის მომზადება და პროდუქციის გაყიდვა.
სამუშაო ვალდებულებები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
** მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში სოც. კაფე უზრუნველყოფს ბარისტას ტრენინგს.
სასურველია: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
აუცილებელია:
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
ხელფასი დარიცხული 800 - 900 ლარი.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: irakli.dgebuadze@caritas.ge, გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.06.2023.
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;
|
|
|
|