დასახელება:
მიმღები-რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
ბრიქსი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ძველ თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის სმენაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმის ადვილად ათვისების უნარი;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** საქმის ადგილზე შესწავლას;
** კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
** გრაფიკი 5/2 -ზე, ანუ 5 დღე მუშაობა ორი დღე დასვენება;
საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება 1200 ლარი ნეტი + ბონუსი ტურ პაკეტების გაყიდვებიდან;
** კვებას;
** განვითარებას ტურიზმის სფეროში;
თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|