Робота для біженців з України
წარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
Craft Food რესტორნები აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

Craft Food - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით.

Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.
Craft Food რესტორნებს აქვს საწარმო, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს სოსისებს, ამზადებს სოუსებს და საჭირო ნედლეულს ფილიალების მოსამარაგებლად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00.
ანაზღაურება: 2500-3500, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თემქა (არაშენდასთან).

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების გამართულად მუშაობის კონტროლი
** საქონლის მიღების კონტროლი
** საწარმოდან პროდუქციის გაცემის კონტროლი (ფილიალების მომარაგება);
** წარმოებაში არსებული ყოველდღიური პროცესების მართვა და დაგეგმვა;
** საწარმოო პროცესების კონტროლი;
** საწარმოო მარაგების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკების დაცვა;
** დანადგარებისა და ელექტრო ხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნოლოგთან და შეფ-მზარეულთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება, დეგუსტაციების დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** (სასურველია: კვების ტექნოლოგი, ბიზნეს ადმინისტრირება და მომიჯნავე დარგები)
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კვების წარმოების ინდუსტრიის კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 04 ივლისი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge

"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "წარმოების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე