დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
English Book Education
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
English Book Education 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებას და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
English Book Education აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის (მათემატიკის მიმართულება) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქ.92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ მომხმარებლებთან (კერძო სკოლები/უნივერსიტეტები) ყოველდღიური ურთიერთობა, მიმდინარე პროცესების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოგვარებაში დახმარება;
** არსებული მომხმარებლებისათვის (კერძო სკოლა/უნივერსიტეტი) მათემატიკის სახელმძღვანელოების მიმართულებით არსებული სიახლეების შეთავაზება და შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** არსებული მომხმარებლების (კერძო სკოლები/უნივერსიტეტები) მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** არსებული მომხმარებლებისათვის (კერძო სკოლები/უნივერსიტეტები) საჭიროების შემთხვევაში მათემატიკის მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
** მომხმარებლების (კერძო სკოლები/უნივერსიტეტები) მიმდინარე დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მონაწილეობის მიღება საგანმანათლებლო კონფერენციებში;
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკის მიმართულება);
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (CEFR; B2);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** სტრესთან გამკლავების უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|