Робота для біженців з України
ბრენდ ბილდერი - CMO ტრეკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ ბილდერი - CMO ტრეკი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
Mindor არის საქართველოში პირველი სისტემური გაჯანსაღების სტარტაპი.

1.5 წელიწადში ათვისებულია 9000+ კმაყოფილი მომხმარებელი. ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის ბუნებრივ და ერთიან აღდგენაში — ხარისხიანი დანამატებით, ონლაინ კურსებით, ცოდნით, რომელიც ჯანმრთელობას პარადიგმას ცვლის და მომხმარებელს საკუთარი ჯანმრთელობის ლიდერად აქცევს. ახლო მომავალში ვაპირებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოებას.

პოზიციის მიზანია, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ მინდორი და დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი უალტერნატივოდ დახმარება შეგვიძლია.

პოზიციის აღწერა:

** განავითარებ ბრენდის კონცეფციას — დიზაინერთან და დამფუძნებელთან ერთად
** მართავ ბრენდის ნარატივსა და ვიზუალურ სისტემას
** დაგეგმავ კონტენტის სტრატეგიას ბრენდის ტონის გათვალისწინებით

საქმიანობა ამ ეტაპზე ზოგადი და მრავალფეროვანია. მოიცავს ორივეს: შემოქმედებას და შესრულებას. დროთა განმავლობაში გადაიბარებ მარკეტინგული გუნდის ხელმძღვანელობას.

მზად ხარ სიღრმისეულად ისწავლო მინდორის ფილოსოფია და მიაწვდინო ის უფრო მეტი ადამიანის გონებამდე და გულამდე

თვისებები:

** შემოქმედებითი აზროვნება პრობლემის გადასაჭრელად
** ღია და პასუხისმგებლიანი კომუნიკაცია გუნდთან
** ფიქრი მფლობელის პოზიციიდან (vs "ეს ჩემი საქმე არაა")
** არ ელოდები მითითებას — გამოირჩევი ინიციატივით
** პატიოსნება, ენთუზიაზმი და სისწრაფე
** გსურს შექმნა რაღაც ღირებული საქართველოში და მსოფლიოში

უნარები:

** მარკეტინგი და ბრენდინგი არის შენი ჰობი და არა მხოლოდ სამუშაო (გატაცება ვიზუალური მინიმალიზმით, შთამაგონებელი ბრენდის იდენტობით/ამბით, ლეგენდარული რეკლამებით, სლოგანებით, კატეგორიის დიზაინით და ა.შ.)
** ზრდის შემაფერხებელი პრობლემების დამოუკიდებლად შემჩნევის უნარი
** წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად ცოდნის და უნარების
** დამოუკიდებლად ათვისების უნარი
** შეგიძლია უკუკავშირის მიღება და შეცდომაზე სწავლა
** ქართულ ენაზე მარტივად გადმოცემის უნარი / ყურადღება დეტალებზე
** ინგლისური მინ. B2 დონეზე (წერა და ლაპარაკი), უპირატესია C1/C2
** კონტენტის/კამპანიის სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი ბრენდის უნიკალური ტონის და ნარატივის გათვალისწინებით
** აქტიურად იყენებ AI ენის მოდელებს განვითარებისთვის

გამოცდილება:

აუცილებელი:

მინიმუმ 1 შექმნილი რამ (პროექტი, ტექსტი, პოსტი, დიზაინი, ვიდეო — რაღაც, რაც შენზე მეტს ამბობს, ვიდრე რეზიუმე)

დიდი პლუსია:

** საკუთარი მინი-ბრენდის, სტარტაფის, ფეიჯის ზრდის გამოცდილება
** ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა ან Email Marketing გამოცდილება

განვითარება:

** ხშირი უკუკავშირი დამფუძნებლისგან — ლიდერად ზრდის რეალური შესაძლებლობა
** CMO ჩამოყალიბების შესაძლებლობა (აუცილებელია გქონდეს სწავლის მზაობა გამოგზავნილი რესურსებიდან: წიგნები, იუთუბ ლექციები, პოდკასტები და სხვა).
** პოზიცია, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს ათასობით ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე
** ნდობა და პროგრესული თავისუფლება რეალურ გადაწყვეტილებებში
** ზრდის რეალური გზა: CMO ან CEO როლზე, შენი შედეგის მიხედვით

პირობები:

** ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე
** პროგრესულად მზარდი ბონუსები KPI -ის მიხედვით
** სრულად დისტანციური სამუშაო
** ინოვაციურ, მისიაზე დაფუძნებულ სტარტაფში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა

პრაქტიკული და სწრაფი განვითარების გარემო, სადაც შენი იდეები პირდაპირ აისახება ბრენდის გავლენასა და მომავალზე.

გუნდი, რომელიც შენს ხედვას აფასებს და გაძლევს უსაზღვრო განვითარების სივრცეს და რესურსს.

mindori@drlashajakeli.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე