Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ბიუ ბიუ პლიუსი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "ბიუ ბიუ პლიუსი", შპს "ჩირინას" ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:

ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა;
კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** გაყიდვების გაზრდა;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლება;
** მომხმარებელთათვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა, შეთავაზება;
** მომხმარებელთათვის მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
** ფლაერების დარიგება;
** პროდუქციის დეგუსტირების წარმართვა;
** მომხმარებელთა სრულფასოვანი კონსულტირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმჯობესია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პრომოუტერის მიმართულებით, თუმცა არ არის სავალდებულო;
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** აქტიურობა;
** ლიდერობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ანაზღაურება: გამომუშავებადი, 850 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი (რეალიზაციიდან)

აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე Hr@biumart.ge 20 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობ: 577947402.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე