Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
ჰიპერმარკეტთა ქსელი ვილმარტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: ფიქსირებული (+ ბონუსები).

თანამდებობის ძირითადი ფუნქციები:

** წინა ცვლიდან სალაროს ნაშთების მიბარება, თანხის მითვლა და პროგრამულ ნაშთთან შედარება.
** სალაროს აღჭურვილობის: პროგრამის, სალარო აპარატის, ბანკის ტერმინალის და სკანერის გამართულობის შემოწმება.
** სალარო აპარატის, ტერმინალის და კომპიუტერის მონიტორის გაწმენდა.
** სალაროზე ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში უფროსი მოლარის ინფორმირება.
** სალაროს ინკასაციის დროს თანხის მითვლა.
** სალაროში საბრუნავი თანხის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უფროს მოლარესთან საბრუნავი თანხის მოთხოვნა, შესაბამისი კუპიურების ან/და მონეტების გათვალისწინებით.
** პროდუქტის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში.
** პროგრამაში გატარებული კოდის შესაბამისად დასახელების და პროდუქტის ერთმანეთთან შედარება შეძლებისდაგვარად, სხვაობის შემთხვევაში კოდის კორექტირების უზრუნველყოფა.
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, პროგრამაში მითითება და ნაჩვენები ოდენობით (არსებობის შემთხვევაში) მომხმარებლისთვის ხურდის დაბრუნება.
** ბარათით გადახდის შემთხვევაში საბანკო ტერმინალით თანხის აღება.
** არსებობის შემთხვევაში ლოიალობის ან სხვა, მსგავსი მარკეტინგული ბარათის გატარება.
** მომხმარებლის მხრიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში რეალიზაციის გაუქმების ოპერაციის გატარება, დადგენილი პროცედურის/წესის შესაბამისად.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება/ტრენინგები: საშუალო
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrwillmart20@gmail.com

გთხოვ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე