Робота для біженців з України
ძიძა/მზრუნველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძიძა/მზრუნველი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბეიბისითერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვების ჯგუფების მართვა;
** არსებული პროგრამის მიხედვით შემეცნებითი და ასაკის შესაბამისი უნარების განვითარებაზე მიმართული თამაშების ჩატარება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისურის და/ან რუსულის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე