Робота для біженців з України
კორპორაციული ბანკინგის უფროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული ბანკინგის უფროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პაშა ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კორპორაციული ბანკინგის უფროსი ანალიტიკოსი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კომერციული ბანკინგის დეპარტამენტი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2025 წ.

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ჩვენ დაგახვედრებთ:

** საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით;
** მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
** ღიაობას ინიციატივების მიმართ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უხელმძღვანელოს კორპორატიული კლიენტების კრედიტის ანალიზისა და დამტკიცების პროცესს და უზრუნველყოს, ანალიზის პროცესის ხარისხიანად და ზუსტად განხორციელება.
** კლიენტისგან პირველადი ფინანსური ინფორმაციის შეგროვება.
** კრედიტის მემორანდუმის მომზადება, ფაქტობრივი ფინანსური ანგარიშგებები, ფინანსური პროგნოზები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
** პრეზენტაციების მომზადება კრედიტის კომიტეტისა და/ან ზედამხედველობითი საბჭოსთვის კრედიტის დასამტკიცებლად.
** ფინანსური მონიტორინგის ანგარიშების მომზადება მოთხოვნილი დონით.
** მხარდაჭერის და კოორდინაციის გაწევა კრედიტის ანალიტიკოსთა უმცროს გუნდს, რათა მაღალი ხარისხის შედეგები მიიღწეს, როგორც კრედიტის ანალიზში, ისე პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნული ამოცანების შესრულებაში.
** წარადგინოს კრედიტის საკითხები ბანკის კრედიტის კომიტეტსა და/ან ზედამხედველობით საბჭოზე დასამტკიცებლად.
** კლიენტებთან შეხვედრებზე დასწრება, რათა კლიენტის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორი კომუნიკაცია უზრუნველყოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროებში. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური/ბუღალტრული სერტიფიკატების სრული კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის, აღრიცხვასა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში.
** უცხო ენები: ქართული - მშობლიური, ინგლისური - თავისუფლად (როგორც წერა, ასევე ლაპარაკი). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
** ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
** პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
** კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
** ინიციატივა & ინოვაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: career@pashabank.ge და სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე