დასახელება:
მკვლევარი/ხარისხის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ახალი მზერა
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს მკვლევარის / ხარისხის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** სატელეფონო კომუნიკაცია პაციენტებთან
** ცალკეული კვლევების ჩატარება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** მიღებული შედეგების აღწერა და ანალიზი
** სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განიხილებიან მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტიც (სასურველია სოციოლოგიის მიმართულებით);
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
** თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
პირობები:
** არაანაზღაურებადი სტაჟირება 3-6 თვემდე ვადით;
** სამუშაო ადგილი - ძირითადად დისტანციურად, კვირაში ერთხელ დამსაქმებლის ოფისში;
** სტაჟირების დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე info@akhalimzera.ge ა/წ 06 ივლისამდე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მკვლევარი/ხარისხის მენეჯერი.
|
|
|
|