Робота для біженців з України
სერვისცენტრის საკრედიტო განყოფილების უფროსი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისცენტრის საკრედიტო განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას თელავის სერვისცენტრის საკრედიტო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** საშუალო და მსხვილი პროექტების დამუშავება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მენეჯმენტი
** სხვადასხვა სახის რეპორტის მომზადება
** საკრედიტო ჯგუფის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო

** სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში დაკრედიტების კუთხით.
** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის ფლობა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ბიზნესურთიერთობების დამყარების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი

სასურველი

** გაყიდვების წარმოების უნარი
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ივლისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე