Робота для біженців з України
ანაზღ. სტაჟირება ფინანსურ დეპ.-ში საგადასახადო მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება ფინანსურ დეპ.-ში საგადასახადო მიმართულებით
მომწოდებელი: IBCCS Georgia
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია "IBCCS Georgia" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia აქვს ოფისები ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთსა (ტალინი) და არაბთა გაერთიანებული ემირატები (დუბაი).

კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში საგადასახადო მიმართულებით.

სტაჟირების პერიოდი 3-დან 6 თვემდე, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დასაქმების პერსპექტივით. საქმიანობის შესწავლა ხდება ადგილზე.

სამუშაოს აღწერა:

** საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაცია;
** საგადასახადო საკითხებზე განცხადებების/საჩივრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის საგადასახადო საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
** დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;

განიხილებიან საკითხით დაინტერესებული დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.sharubanashvili@ibccs.tax სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე