დასახელება:
სავაჭრო მოთხოვნების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საკონსულტაციო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
საკონსულტაციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო მოთხოვნების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი
პიროვნული თვისებები:
** კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიურად დავალიანების მქონე კლიენტებთან კომუნიკაცია თანხების ჩარიცხვის მიზნით, კომპანიის ახალი კლიენტების შემოწმება დებიტორული დავალიანების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** დებიტორულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
** მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** სხვა შესაბამისი აქტივობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აუცილებელი:
** Excel-ის მინიმუმ მინიმალურ დონეზე ცოდნა.
** სავაჭრო მოთხოვნების დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: companyconsulting3@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ხოლო მეილში - თქვენთვის სასურველი მინიმალური გროს ჰონორარი.
|
|
|
|