დასახელება:
მონაცემთა ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მონაცემთა ანალიტიკოსი
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება;
** დიდი ზომის მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველია: სასურველია მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების (SQL) და მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა.
მოვალეობები:
** რეპორტების აწყობა;
** სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** კლინიკის სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლების დამუშავება, ანალიზი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელმისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge
|
|
|
|