Робота для біженців з України
მზარეული - შილდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: მეღვინეობა ჯობავა
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"მეღვინეობა ჯობავა" კახეთის გულში, სოფელ შილდაში მდებარეობს და ღვინის წარმოების ტრადიციულ ხელოვნებასა და თანამედროვე ხედვას აერთიანებს. ჩვენი სივრცე არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას იძლევა, არამედ სტუმრებს ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს - მეღვინეობის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია, კულინარიულ და კულტურულ მასტერკლასებში მონაწილეობა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება.

ჩვენი გუნდი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შილდა, ყვარლის მუნიციპალიტეტი, კახეთი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე;
** კვებით უზრუნველყოფა;
** კომფორტულ სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@jobavawinery.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 591 55 02 23
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე