Робота для біженців з України
პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი: https://pl.ge/ka

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:

** პრობლემური სესხების მართვის გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის წევრების მუშაობის მონიტორინგი;
** პრობლემური სესხების პორტფელის დამუშავება;
** დავალიანებების ამოღების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა

კვალიფიკაცია:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 1-წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის და გუნდთან მუშაობის უნარი;
** ეფექტური და დახვეწილი მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე