დასახელება:
ბუღალტერი, ბუღალტრის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ქარსფეისი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის და ბუღალტრის დამხმარის პოზიციებზე.
"Carspace" - თქვენი სანდო პარტნიორი ავტომობილების იმპორტში
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
აშშ-დან ავტომობილების შეძენას საერთაშორისო აუქციონებიდან და სანდო წყაროებიდან. ტრანსპორტირების მომსახურებას აშშ-დან ფოთის პორტამდე. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტებია ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
მეტ ინფორმაციას ჩვენს შესახებ შეიტყობთ ჩვენი სოციალური ქსელიდან https://www.facebook.com/carspace.ge/ და ვებგვერდიდან https://carspace.ge/
ანაზღაურება: ხელფასი 1500 ლარი ხელზე ასაღები
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19
ძირითადი ფუნქციები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** RS.GE-სთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავება;
** საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ORIS-ში მუშაობა .
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ჩამოწერა;
** სასაქონლო - მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება და შესაბამისი აქტის შედგენა;
** დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთშედარება, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შესაბამისი აქტის შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში დეკლარირების პროცესში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს. ჯანმრთელობის დაზღვევას, FIT Pass.
შერჩევის ეტაპი:
** რეზიუმეს გადარჩევა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
** გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ (CV) ელფოსტაზე: hr@carspace.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"ქარსფეისი-Carspace" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ კომპანია "ქარსფეისიში", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და მოთხოვნით.
|
|
|
|