დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
REA Investment
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
"REA Investment" არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას კლიენტებისათვის, როგორიცაა: სამშენებლო დეველოპერები, ფიზიკური პირები, ქონების ინვესტორები და ა.შ
"REA Investment" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო, სოციალური მედიასა და ბეჭდური მასალებისთვის დიზაინის შექმნა.
** კომპანიის ბრენდბუქის დაცვით დიზაინის სტილის უზრუნველყოფა.
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან.
** პროექტების დროულად შესრულება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.
** საჭიროებისამებრ გარე პროდაქშენთან (დამბეჭდავ კომპანიებთან) კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება გრაფიკულ დიზაინში ან მსგავს სფეროში.
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Illustrator, InDesign (აუცილებელია).
** სასურველია Figma, Canva ან Motion დიზაინის საბაზისო ცოდნა.
** ბეჭდური და ციფრული დიზაინის პრინციპების ცოდნა.
** ძლიერი კრეატიული და ვიზუალური კომუნიკაციის უნარები.
** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პორტფოლიო ნამუშევრებით (ფაილის ან ბმულის სახით).
რას გთავაზობთ:
** თანამედროვე, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
** საინტერესო პროექტებზე მუშაობა და საკუთარი იდეების რეალიზაციის საშუალება.
სამუშაო გრაფიკი:
** 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00);
** ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "გაყიდვების ჯგუფი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს " გაყიდვების ჯგუფის" მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "გაყიდვების ჯგუფი".
ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "გაყიდვების ჯგუფის" მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს " გაყიდვების ჯგუფის" მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
შპს "გაყიდვების ჯგუფი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
კომპანიის ოფიციალურ მეილზე მიმართვის შემთხვევაში მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "კომპანიის ოფიციალურ მეილზე"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|