Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლედ ელექტრიკი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
კომპანია "ლედ ელექტრიკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

კომპანია "ლედ ელეკტრიკი" დაარსდა 2013 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების და განათებასთან არსებული კომპონენტების იმპორტიორი საქართველოში. ჩვენი პარტნიორები არიან ბრენდები: HOROZ ELEKTRIK-ი, TEB ELEKTRIK-ი, BUGDAI ELEKTRIK-ი (OVIVO ELEKTRIK) და TUM ELEKTRIK-ი.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია მისაღებ ფასებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-18:00 მდე, კვირაში 6 სამუშაო დღე
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი (მინიმუმ 2000 ლარი) გამოცდილებიდან გამომდინარე.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ხოშარაულის #29 "აშენდი სავაჭრო ცენტრი"

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ მომხმარებლისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციური კლიენტების და გაყიდვის არხების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშის წარდგენა კლიენტების ბაზის, მათი ასორტიმენტული და საფასო საჭიროებების და გაყიდვის შემდგომი მომსახურების წარმოების ჭრილში;
** ახალი სარეალიზაციო ბაზრის მოძიება და პარტნიორული ურთიერთობის დამყარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** მსგავსი ტიპის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (MS office Word, Excel, PowerPoint, FINA)
** უცხო ენების (სასურველია) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარები,
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი,
** ორგანიზებულობა,
** სტრესული გარემოების მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა,
** დისციპლინირებულობა,
** გუნდში მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია), აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: horoz.electric19@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ასევე რეზიუმე უნდა იყოს შედგენილი აუცილებლად ქართულ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე