Робота для біженців з України
კონულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონულტანტი
მომწოდებელი: Valhalla
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სალაშქრო და სამხედრო ინვენტარის მაღაზია "ვალჰალა" აცხადებს ვაკანსიას კონულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი - ვაკე და ავლაბარი
სამუშაო გრაფიკი: სრული 11:00-19:00
ანაზღაურება: 800₾ + ბონუსი (საწყის ეტაპზე)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის შესახებ
** სალარო ოპერაციები და გაყიდვების პროცესში მონაწილეობა
** პროდუქციის დალაგება და სივრცის მოწესრიგება
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
** მაღაზიის ყოველდღიურ პროცესებში აქტიური ჩართულობა

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც:

** არის პასუხისმგებლობიანი და ენერგიული
** გამოირჩევა ყურადღებითა და კომუნიკაბელურობით
** დაინტერესებულია სალაშქრო, სამხედრო ან აქტიური ცხოვრების სტილით

არ აქვს გამოცდილება? — არა უშავს! გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და ხანგრძლივი დასაქმება
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: valhalla.georgia@gmail.com გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე