Робота для біженців з України
სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრების სისტემის აწყობა და კონტროლი;
** ბუქინგსა და სხვა ჯავშნის სისტემებში მუშაობა, სასტუმროს შემომავალი შეტყობინებების კონტროლი booking.com-ზე;
** სრული პასუხისმგებლობა დაქვემდებარებული დეპარტამენტების ეფექტური მართვასა და გამართულ მუშაობაზე;
** სტუმრების ჯავშნების სწორად მითითება პროგრამაში და კონტროლი;
** სატელეფონო ზარებზე/სოციალურ ქსელში პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდების კონტროლი;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება/კონტროლი;
** დასუფთავების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობა, მათთვის სამუშაო გრაფიკის შემუშავება და კონტროლი;
** სამუშაო გაიდლაინებისა და სტანდარტული ოპერაციების პროცედურების შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და კონტროლი;
** საჭირო ინვენტარის შეკვეთის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო ხარჯების და მარაგების კონტროლი;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარება და მარაგების აღწერა;
** აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ორგანიზება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასტუმროს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე