დასახელება:
ჯუნიორ ბიზნეს ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
კურსი.ჯი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
ვალუტის კონვერტაციის პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში - "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული განაკვეთი/ჰიბრიდი
პოზიციის მოკლე აღწერა:
ვეძებთ მოტივირებულ და ანალიტიკურ ახალგაზრდა სპეციალისტს, რომელიც შეითავსებს ჯუნიორ ბიზნეს ანალიტიკოსის როლს და იმუშავებს CRM მონაცემებზე. ამ პოზიციის მიზანია დაეხმაროს გუნდს მომხმარებელთა ქცევის, ჩართულობის და აქტივაციის ანალიზში, და უზრუნველყოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მომხმარებელთა რეგისტრაციებისა და აქტივობის მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** მომხმარებელთა სეგმენტების შექმნაში დახმარება — ქცევაზე, ლაიფციკლზე და ღირებულებაზე დაფუძნებით;
** CRM კამპანიების შედეგების მონიტორინგი (ელფოსტა, SMS, WhatsApp);
** მომხმარებლის გზის ანალიზში მონაწილეობა (რეგისტრაცია → პირველი ტრანზაქცია → განმეორებითი გამოყენება);
** რეგულარული რეპორტების მომზადება გუნდებისთვის Excel-ში ან BI ინსტრუმენტში;
** ანალიტიკურ გუნდთან და CRM მენეჯერთან ყოველდღიური თანამშრომლობა;
** მომხმარებლის მონაცემების სიზუსტის და სრულყოფილების მონიტორინგი.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, სტატისტიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** Excel-ში მუშაობის (ფორმულები, პივოტები, ფილტრაცია) სრულყოფილი ცოდნა;
** მონაცემებთან მუშაობის ინტერესი და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობიანი, ზუსტი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
სასურველია (არ არის სავალდებულო):
** Power BI-ს გამოცდილება;
** CRM სისტემებთან ან მარკეტინგულ ავტომატიზაციის პლატფორმებთან წვდომის გამოცდილება;
** მონაცემების ვიზუალიზაციის ან ძირითადი სტატისტიკური ანალიზის საფუძვლები.
რას გთავაზობთ:
** სწრაფად მზარდ ფინტექ სტარტაპში ჩართვის შესაძლებლობა;
** განვითარება რეალურ ბიზნესპროცესებზე მუშაობით;
** მხარდაჭერა სწავლისა და ზრდისთვის;
** ძლიერი გუნდი, რომელიც მზად არის ცოდნის გაზიარებისთვის.
ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენ მიერ ბიოგრაფიაში (CV) მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე info@kursi.ge და საგანში " (subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ჯუნიორ ბიზნეს ანალიტიკოსი".
|
|
|
|