Робота для біженців з України
რესტორნის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაუსმაგი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "ჰაუსმაგი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო კომპლექსების ქსელის - "New Wave"-ის რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმრო კომპლექსების ქსელი "New Wave" მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს. სტუმრებისთვის შემოთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ნომრები, აუზი, ფიტნეს დარბაზი, რესტორანი, კაფე შერეული სამზარეულოთი, რაც მთავარია კეთილგანწყობილი და პროფესიონალი მომსახურე პერსონალი.

გთავაზობთ კეთილგანწყობილ და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდთან ერთად გამრავალფეროვნებულ სამუშაო პროცესს. თუ ხართ კრეატიული, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი და მზად ხართ თქვენი წვლილი შეიტანოთ რესტორნის განვითარებაზე უწყვეტ ზრუნვაში, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ პირობებს:

პოზიციის ზოგადი აღწერა:

რესტორნის მენეჯერი პასუხისმგებელია სასტუმროს რესტორნის ოპერაციული საქმიანობის სრულ მართვაზე. მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს სერვისის ხარისხი, კოორდინაცია, ფინანსური ეფექტიანობა და სტუმართა კმაყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი:
** ტრენინგის ჩატარება;
** რესტორნის პერსონალის (მოლარეები, მიმტანები, ბარისტები და სხვ.) მართვა, მოტივაცია და განვითარება;
** რესტორნის პერსონალის განრიგების შედგენა.
** მომსახურების სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და გაუმჯობესება;
** სტუმართა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** საბანკეტო ჯავშნების გაფორმება ადგილზე გასაუბრებით ან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით;
** ივენთების დაგეგმვა, დიზაინერთან კომუნიკაცია და ორგანიზება;
** რესტორნის მენიუს და სერვისის მუდმივი დახვეწა შიდა და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებით;
** მარაგების და ინვენტარის კონტროლი, მომწოდებლებთან კოორდინაცია;
** რესტორნის ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მართვა;
** ურთიერთობა სხვა დეპარტამენტებთან — განსაკუთრებით შეფ-მზარეულთან, მიღებასთან და ფინანსურ განყოფილებასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება (სასტუმროში ან პრემიუმ კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და დეტალებზე ყურადღება
** გუნდური მუშაობის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება;
** უცხო ენა: ინგლისური (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი და განვითარების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი, შესვენება - 1სთ.
** სამსახური უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს.
** არ განიხილება მოვალეობების დისტანციური შესრულება.

სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.

გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე