დასახელება:
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: არასტანდარტული პროექტების მიხედვით
სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი; გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, N1ა, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან სხვა შესაბამის სფეროს მიმართულებით;
** 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში
** გამოცდილება მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებებისა და პროექტების წარმატებულ მენეჯმენტში.
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები, დროის მენეჯმენტი და გუნდური მუშაობის გამოცდილება.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები და დეტალებზე ორიენტირება.
** ქართული და ინგლისური (B2) ენის ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების მართვა: მარკეტინგული პროექტების სრული ციკლის მართვა (იდეების გენერირება, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი) და ა.შ.
** კამპანიების და ღონისძიებების ორგანიზება: ბრენდის ცნობადობის გაზრდისათვის კამპანიებისა და ღონისძიებების ორგანიზება (კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები).
** გუნდის კოორდინაცია: კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გარე მომსახურე კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
** მარკეტინგული სტრატეგიის მხარდაჭერა: არსებული მარკეტინგული სტრატეგიების შესაბამისი პროექტების შექმნა და მათი განხორციელება; ახალი სტრატეგიების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა.
** პროექტების შეფასება და ანალიზი: კამპანიების და პროექტების შედეგების მუდმივი ანალიზი (ROI, შედეგების ეფექტურობა).
** კონკურენტული ანალიზი და ტენდენციების კვლევა: ბაზრის ანალიზი და ახალი მარკეტინგული ტენდენციების აღმოსაჩენად აქტიური კვლევა.
** ციფრული და სხვადასხვა მარკეტინგული არხებზე სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, აღსრულება, ბიუჯეტირება, მონიტორინგი და ანალიზი პროექტის რეკლამირებისათვის
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი.
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 04.07.2025
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|