დასახელება:
პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 3
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
კრისტალი გთავაზობთ:
** პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
** ტესტირების პროცესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლის (SDLC) ყველა ეტაპზე
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და პროექტის მასშტაბის განსაზღვრა სისტემის მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით
** პროექტის სპეციფიკაციებზე დაყრდნობით ტესტირების გეგმის შემუშავება
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება
** მანუალური და ავტომატური ტესტირების განხორციელება პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირების შესამოწმებლად
** სხვადასხვა ტიპის ტესტირების ჩატარება, მათ შორის:
- ფუნქციონალური ტესტირება
- მომხმარებლის ინტერფეისის (UI) ტესტირება
- თავსებადობის ტესტირება
- რეგრესული ტესტირება
** ტესტირების შედეგების გაზიარება და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება დეველოპერებისა და პროექტის მენეჯერებისთვის
** დადგენილი ვადების დაცვა როგორც პროექტების, ასევე დეპარტამენტის დონეზე
** ერთდროულად რამდენიმე ტესტირების პროექტის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით
** საბანკო პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ვებ და მობილურ პლატფორმებზე ტესტირების გამოცდილება
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება
** API ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება
** SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ტესტირების ავტომატიზაციის ჩარჩოებთან (Frameworks) მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა: Selenium, Selenide
** ტესტირების და პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (მაგ: TestRail, Jira და სხვა)
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
|
|
|
|