Робота для біженців з України
ბუღალტერიის ადმინისტრაციული თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერიის ადმინისტრაციული თანაშემწე
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის ადმინისტრაციული თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიებსა და ლოგისტიკურ ცენტრებში, საქონლის მიღების პროცესში მომწოდებელთა მიერ წარმოდგენილი ზედნადებისა და მიღებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაციის საფუძველზე განსხვავებების მართვა, შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში და წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად.
** დღის განმავლობაში ERP სისტემაში მომწოდებლის მიერ მიწოდებული/დაბრუნებული საქონლის შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტის და RS-ზე მომწოდებლის მიერ ატვირთულ ზედნადებში დაფიქსირებული ფასების შედარება დადგენილი წესით და გამოვლენილი სხვაობის გასწორების უზრუნველყოფა ბუღალტერიაში დადგენილი პროცესის შესაბამისად.
** ზედნადებში ასახული ინფორმაციასა და კომპანიის ERP-ს სისტემაში შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაფიქსირებული შესყიდვის/დაბრუნების დოკუმენტში არსებული ფასებისა და რაოდენობის შეუსაბამობის ანალიზი წინასწარ დადგენილი წესის შესაბამისად, განსხვავების არსებობის შემთხვევაში მიზეზების კვლევა კომერციულ დეპარტამენტთან შეთანხმებით.
** მომწოდებელთან, მაღაზიის მენეჯერთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა ყველა ჩართულ პირთან კომუნიკაცია ზედნადებების გასწორების მიზნით; კორექტირებების უზრუნველყოფა ყოველდღიურად.
** მიზეზების ანალიზი, უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი დადგენილი წესით და პრობლემის მოგვარების გზების ინიცირება.
** უფლებამოსილების ფარგლებში დოკუმენტების (ზედნადებები, მიღება-დაბრუნება) შესაბამისად კომპანიის მარაგების სიზუსტის უზრუნველყოფა დადგენილი პროცედურის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG სექტორში
** სასურველია მაღაზიის ან საწყობში მიღების პროცესის ცოდნა
** სასურველია ERP სისტემაში (1C) მუშაობის გამოცდილება
** MS Office ცოდნა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამართული კომუნიკაციის უნარი

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23.06.2025

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე