Робота для біженців з України
ღვინის მაღაზიის სომელიე კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის მაღაზიის სომელიე კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
პოზიციის დასახელება: ღვინის მაღაზიის სომელიე კონსულტანტი

პოზიციის მიზანი:

მომხმარებლისთვის ღვინის შერჩევასა და შესყიდვაში პროფესიონალური რჩევების მიცემა, მაღაზიის ასორტიმენტის წარმოჩენა, გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა და მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება.

ძირითადი მოვალეობები:

1. მომხმარებლის მომსახურება:

** მომხმარებლებისთვის ღვინის გემოვნების პროფილების შესახებ კონსულტაციის გაწევა.
** პერსონალიზებული რეკომენდაციების მიცემა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე.
** დეგუსტაციების ორგანიზება და ჩატარება.

2. პროდუქციის ცოდნა:

** მაღაზიის ასორტიმენტის დეტალურად შესწავლა.
** ღვინის წარმოების ტექნოლოგიების, ადგილწარმოშობის და მწარმოებლის შესახებ ინფორმირებულობა.
** ახალი პროდუქტების წარდგენა და პოპულარიზაცია.

3. გაყიდვები და მარკეტინგი:

** გაყიდვების პროცესის მენეჯმენტი (შეთავაზება, შეთანხმება, გადახდის მიღება).
** აქციებისა და ფასდაკლებების აქტიური წახალისება.

4. საწყობის მართვა:

** პროდუქციის შემოსვლის/გაყიდვების აღრიცხვა.
** თაროებისა და ვიტრინების მართვა (მერჩენდაიზინგი).

5. მომხმარებელთან ურთიერთობა:

** ლოიალური მომხმარებლების ბაზის ფორმირება.
** საჩივრების და მომხმარებლის მიერ წამოჭრილი საკითხების გადაჭრა.

სასურველი უნარები და გამოცდილება:

** ღვინის შესახებ ცოდნა: სასურველია ღვინის კურსები ან სერტიფიკატები (WSET, სომელიე და ა.შ.), განიხილება აღნიშნული სფეროს სტუდენტებიც.
** გაყიდვების გამოცდილება: მომხმარებელთან მუშაობის უნარი, დამაჯერებლობა, კომუნიკაბელურობა.
** ენები: ქართული, სასაუბრო ინგლისური, სასურველია რუსული.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება.
** ღვინისადმი პროფესიული ინტერესი და სწავლის სურვილი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ცვლები (დილა და საღამო, შოურუმი მუშაობს 11:00 AM-11:00 PM), 2 დღე დასვენება.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000₾ + საკომისიო გაყიდვებიდან.
** ლოკაცია: დავით გამრეკელის ქუჩა #20, საბურთალო, თბილისი.

საკონტაქტო ელფოსტა: kutateladze.ivane@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე