დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Gino Seaside Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
სასტუმრო "Gino Seaside Tbilisi" - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.
სასტუმრო "Gino Seaside Tbilisi" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.
"Gino Seaside Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველი ცვლის დასაწყისში სტუმრების ინფორმაციის გადამოწმება პროგრამაში;
** ოთახების სტატუსების და დაკავებულობის გადახედვა;
** სასტუმროს და შემოგარენის შესახებ მაქსიმალური და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. სტუმრის შემოსვლა - გასვლის რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა და სტუმართა ისტორიების და მონაცემის განახლება;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
საჭირო უნარები:
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მუშაობის გამოცდილება PMS - Opera Cloud სისტემაში;
კომპანია გთავაზობთ:
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას;
** 12 საათიანი, როგორც დღის ასევე ღამის ცვლები.
ანაზღაურება 1000 ლარი (Net)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995551881118.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|