Робота для біженців з України
ფორკლიფტის დამტვირთველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფორკლიფტის დამტვირთველი
მომწოდებელი: ლიბო გრუპი
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფორკლიფტის დამტვირთველის პოზიციაზე

შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. შპს "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენური, კოსმეტიკური და სხვა მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქციები: ფორკლიფტის მეშვეობით ტვირთის აწევა, თაროებზე განთავსება და ასევე თაროდან ჩამოღება

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ფორკლიფტზე მუშაობის სერტიფიკატი
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: v.mezvrishvili@libogroup.ge არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივლისისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე