დასახელება:
ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ასოციაცია ანიკა
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
ასოციაცია "ანიკა" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ პირების უფლებების დაცვას, ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ორგანიზაცია მხარს უჭერს შშმ ადამიანების უფლებებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებების დანერგვა/განვითარებას ქვეყნის მასშტაბით.
ასოციაცია "ანიკა" გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და WV Germany-ის ფინანსური მხარდაჭერით, World Vision საქართველოს ფონდთან პარტნიორობით, კახეთის რეგიონალური განვითარების ცენტრის (KADC), ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის (BSI) და ცვლილებები თანასწორი უფლებებისთვის (CER)-ის თანამონაწილეობით ახორციელებს პროექტს "გარე მომსახურებაზე გატანილი სოციალური სერვისები საქართველოში-ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხარისხიანი მომსახურებისთვის", რომლის ფარგლებშიც, აცხადებს ტენდერს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილით სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე საქართველოს მასშტაბით გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
ჩვენ ვიწვევთ კომპანიას მონაწილეობა მიიღოს ტენდერში კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ ლეპტოპების მოწოდების უზრუნველყოფისთვის.
სატენდერო წინადადების ტექნიკური პირობები:
** 24 ლეპტოპი მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებით:
** core i5 13th gen, 16GB RAM, SSD 512GB, windows 11 pro, Backlit keyboards; IPS/OLED display, resolution Full HD or better; Fingerprint reader or Windows Hello IR camera; USB C port; at least 10 hour battery life, 1yr warranty.
** მონიტორის სასურველი ზომა (14 ან 15 inch)
სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი განფასება უნდა მოიცავდეს ერთეულის ფასს, დღგ-ს გარეშე.
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
** პროდუქციის განფასება - დღგ-ს გარეშე;
** პროდუქციის სრული ტექნიკური მახასიათებლები;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, პროდუქციის მიწოდება უნდა განახორციელოს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებში, 4 რეგიონში: კახეთი, იმერეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი, შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული რაოდენობების შესაბამისად.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: 597739373 მაკა ჭანკვეტაძე
ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: anika.information@gmail.com; არაუგვიანეს 23 ივნისი 18:00 საათისა.
ელექტრონული ფოსტის ველში უნდა მიუთითოთ "ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე".
დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
|
|
|
|