დასახელება:
სერვისების და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას სერვისების და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 5000-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია და მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) აფილირებული წევრი.
ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ბიზნეს მიმართულების განვითარების სამოქმედო გეგმის შედგენა და განხორციელება ბაზარზე არსებული გარემოებისა და ასოციაციის მისიის გათვალისწინებით;
** პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან კომუნიკაცია; ბიზნეს-იდეების გენერირება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; შერჩეული ბიზნეს-იდეის განხორციელება და მსგავსი საქმიანობები;
** საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსათვის და/ან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის ფასიანი სერვისების შემუშავება და შეთავაზება და ამ პროცესის სრული მართვა;
** საქართველოს ფერმერთა ასოციაციის არსებული სერვისების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და არსებული სერვისების მონიტორინგი და შეფასება;
** ახალი სერვისების შესაძლებლობებისა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაციის პერსონალისა და ფერმერების მოსაზრებების ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** ფერმერებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** სერვისების პოტენციური მომხმარებლებისათვის შეთავაზების ჩამოყალიბების პოლიტიკისა და პროცედურის შემუშავება;
** სერვისების ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაცნობითი შეხვედრებისა და პრაქტიკული ტრენინგების საჭიროების დადგენა და ორგანიზება;
** ქოლ-ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაცია, მომხმარებლებისათვის დროული და საჭირო კონსულტაციის გაწევის მიზნით;
** საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად პოლიტიკისა და პროცედურების მუდმივი განახლება;
** დეპარტამენტთან დაკავშირებული ორგანიზაციის შიდა და გარე რისკების ანალიზი;
** დეპარტამენტის პროცესებისა და პროცედურების შემუშავება და მუდმივი მონიტორინგი;
** დეპარტამენტის ბიუჯეტის განსაზღვრა;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება;
** ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ბიზნესის განვითარების, გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სტატისტიკური ანალიზის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
** აგრო-სასურსათო სექტორში ან მასთან დაკავშირებულ სექტორებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პროცესების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შესაბამისი კანონმდებლობის
ცოდნა, გარანტიები:
** შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@gfa.org.ge. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების
სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|