Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640591&print=yes&view=jobs
 
კონსიერჟი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსიერჟი
მომწოდებელი: Gagarini Hotel
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
"Gagarini Hotel" არის პრემიუმ კლასის 40-ნომრიანი აპარტ-სასტუმრო, რომელიც განკუთვნილია როგორც საქმიანი, ასევე დასასვენებელი მოგზაურებისთვის. სასტუმროს აქვს თანამედროვე ინტერიერი, მაღალი დონის მომსახურება და შესანიშნავი მდებარეობა.

ვაკანსია: კონსიერჟი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვიტალი დარასელიას ქუჩა N6
დასაქმების ტიპი: ცვლებში
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობის სისტემა (დღისა და ღამის ცვლები)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების პროფესიონალური მიღება და კეთილგანწყობილი მომსახურება
** ტურისტული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა
** ტრანსპორტის, რესტორნების, ღონისძიებების და სხვა სერვისების დაჯავშნაში დახმარება
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
** კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან სტუმართა კომფორტის უზრუნველსაყოფად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად)
** კეთილგანწყობილი და კომუნიკაბელური ხასიათი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს თანამედროვე და დინამიკურ გუნდში
** ცვლებში მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ანაზღაურება შეთანხმებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: info@blox.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"Blox" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია