Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640588&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებს

ჩვენი მიზანია:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს არანაკლებ სამი წლის სამუშაო გამოცდილება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მენეჯმენტში ან პროექტების მართვაში;

ბ) ჰქონდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI), ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA), ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სერტიფიცირების საერთაშორისო კონსორციუმის (ISC), SANS (GIAC) Institute-ის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში;

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

ა) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
ბ) ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
გ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
ე) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა;
ვ) ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
ზ) სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 09.07.2025.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია