დასახელება:
კატეგორიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. "მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer, DeLonghi / SEB Group / Adler Europe Group და სხვა.
"მეგატექნიკა" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კატეგორიის მენეჯერის (წვრილმანი კატეგორია) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებ-გვერდი: http://www.megatechnica.ge
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება და კომერციული პირობების შეთანხმება; ასორტიმენტისა და ფასების შეთანხმება, შეკვეთების განთავსება;
** მომწოდებლებთან მოსალაპარაკებელი წლიური პროგნოზების შედგენა;
** გასაყიდი ფასისა და მარჟის კონტროლი, ბაზრის კვლევა და საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
** კატეგორიის გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი, ბაზრის კვლევა; კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ყოველკვირეული ანალიზი;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** ფილიალების მიხედვით ინდივიდუალური ასორტიმენტის ჩამოყალიბება; ფილიალებისთვის ახალი პროდუქციის გაცნობა და დროული მიწოდება;
** ნაშთების, ასორტიმენტის, ბრუნვის მოცულობის რეგულარული ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** წლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება ბრენდების და კატეგორიების ჭრილში;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** ანგარიშსწორების მართვა და კონტროლი; მომწოდებლებთან დებიტორ-კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ლოგისტიკის განყოფილებისთვის მიწოდება;
** საკუთარი ასორტიმენტის მერჩენდაიზინგის განსაზღვრა და კონტროლი;
** საბონუსე სისტემის ჩამოყალიბებაში ჩართულობა, გაყიდვების მიხედვით მისი კონტროლი/ცვლილება;
** შესაბამისი კატეგორიის კონსულტანტების ბონუსების დათვლა;
** წვრილმანის კატეგორიის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია retail სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროგრამაში 1C მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "კატეგორიის მენეჯერი".
"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|