Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640574&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ოფისში მოსული ვიზიტორების დახვედრა;
** კურიერებთან კომუნიკაცია, წერილების მიღება/დაარქივება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** კომპანიის ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, შენახვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად მართვა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა - ადმინისტრირება;
** აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** თანამშრომელთა მხარდაჭერა სხვადასხვა სახის დოკუმენტების გაგზავნასა და მიღებასთან დაკავშირებით;
** კომპანიის ხელშეკრულებების რეესტრის და არქივის წარმოება/ კონტროლი;
** კომპანიისთვის აუცილებელი (მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოება;
** ოფისის დიასახლისების კონტროლი, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოგროვება - (ტელეფონის ნომრები; მისამართები ა.შ);
** სათავო ოფისის თანამშრომლების დასწრების რეპორტების წარმოება, პროგრამის დახმარებით;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დოკუმენტაციის თარგმნა;
** სხვადასხვა განყოფილებებისათვის მინდობილობების მომზადება;
** ოფისის თანამშრომელთათვის საკანცელარიო მასალების შესყიდვების მოთხოვნის ინიცირება;
** სტუმრების მოსვლის დროს ავტომატური ბარიერის კონტროლი;
** ყოველდღიურად ოფისის დროულად გახსნა, უსაფრთხოების სისტემების დეაქტივაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office.- ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ორგანიზებულობა; პუნქტუალურობა;
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 ივლისი, 2025წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია