დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ჩვენი გუნდის მიზანია, გაგიმარტივოთ ამანათების გადაზიდვის პროცესი.
ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც დაგვეხმარება კორპორაციული კლიენტების მოძიებასა და გაყიდვების პროცესის მართვაში. თუ გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება და გინდა კარიერული განვითარება სწრაფად მზარდ გუნდში - ეს ვაკანსია შენთვისაა!
ვაკანსია: B2B გაყიდვების მენეჯერი
კომპანიის ვებ-გვერდი: https://easyway.ge/ka
მდებარეობა: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N7
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება
განაცხადის ბოლო ვადა: 9 ივლისი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა პირველ კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** კლიენტებისთვის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება და ფასების შეთანხმება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონსულტაცია გაყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი და პრეზენტაციის ძლიერი ჩვევები;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** მიზანზე ორიენტირებული აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Excel, Word, CRM სისტემები) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია უცხო ენების ფლობა, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემოს;
** თანამედროვე სამუშაო რესურსებს და მხარდაჭერას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hr@easyway.ge. Subject-ში მიუთითეთ: "B2B გაყიდვების მენეჯერი" ან შეავსოთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/5a72c83609239863a7af74eab8bcecbc
|
|
|
|