Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=640561&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Leader System
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
შპს "ლიდერ სისტემი" - საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ბიზნეს კლიენტების მოძიება სხვადასხვა საშუალებებით;
** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და მართვა;
** სამშენებლო სფეროში ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება სამომავლო ბიზნეს ურთიერთობებზე;
** სამიზნე მომხმარებლების მოზიდვა, კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
** გაყიდვების, ზარების, აპლიკაციების გეგმების განხორციელება;
** კლიენტების კონსულტაცია შესყიდვის ყველა ეტაპზე;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
** კლიენტთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი და ასევე კონკურენტების მონიტორინგი;
** გაყიდვების არხების კვლევა, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და რეკომენდაციების შემუშავება;
** კლიენტთა ბაზის გაფართოება;
** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
** ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით;
** სამშენებლო პროექტების და გამოცხადებული ტენდერების მოძიება და მონაწილეობა.
** ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით;
** აუცილებელია გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში;
** ტენდერებში მუშაობის გამოცდილება;
** ენები: აუცილებელია B2 რუსული/ინგლისური;
** ინტერესი სამშენებლო ბიზნესის მიმართ;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
** კონკურენტული ხელფასი, რომელიც ეფუძნება თქვენს გამოცდილებას და უკავშირდება სამუშაოს შესრულებას;
** საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
** ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
** ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიდერ სისტემ"-მა დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია