დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვებაპი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
ვინ ვართ ჩვენ:
"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. Webapp აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ამავდროულად, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის SaaS (Software as a Service) პლატფორმების შეთავაზება პოტენციური კლიენტებისთვის, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის ჩახურვა;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** ახალი კლიენტების მოძიება და კლიენტების ბაზის გაფართოება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება, სისტემატური კომუნიკაცია და გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** კლიენტების უკუკავშირისა და საჭიროებების ანალიზი პროდუქტის მახასიათებლების, სერვისების, დამატებითი ფუნქციონალების შექმნისა და გაუმჯობესების შესახებ, ამ ინფორმაციის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება და შეთავაზება კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის.
** გაყიდვების რაოდენობრივი და ფინანსური გეგმების შესრულება;
** CRM სისტემაში გაყიდვების პროცესის დეტალური აღრიცხვა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების მუდმივი შესწავლა-ანალიზი და შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვა კომპანიის კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებისა და ზრდის მიზნით;
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და გაყიდვების გუნდის ლიდერისთვის წარდგენა დადგენილი პერიოდულობით;
** გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და გაძლიერება; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საერთო შედეგების გაზრდის მიზნით;
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B სექტორში);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მიზნებზე კონცენტრაციის უნარი;
** ტექნოლოგიებთან და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|