დასახელება:
E-commerce განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე
|
მომწოდებელი:
ჰიპერმარკეტი Domino
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას E-commerce განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
** SEO ოპტიმიზაციის და საძიებო სისტემებთან ინტეგრაციის მონიტორინგი;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
** პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვაში ჩართულობა;
** შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელ.კომერციის მუშაობის სპეციფიკის კარგი ცოდნა;
** სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
** სამუშაო ლოკაცია: დიღომი, ქართული-ამერიკული მეგობრობის გამზ. 25
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** კვება;
** FitPass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|