დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Wilckens Georgia
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
გერმანულის საღებავების მაღაზია "Wilckens Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
"Wilckens Farben" არის გერმანული კომპანია, რომელიც 1845 წელს დაარსდა და უკვე 179 წელია, აწარმოებს უმაღლესი ხარისხის საღებავებსა და ლაქებს.
კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი მწარმოებელია გერმანიაში და ოპერირებს 15-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანია ფლობს საწარმოებს გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში.
იგი საღებავებს აწვდის მსხვილ ინდუსტრიებს, გემთმშენებლობასა და ასევე DIY სექტორს.
დღეს კომპანიას ხელმძღვანელობენ Wilckens-ის ოჯახის მე-11 თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ფოკუსირდებიან ეკოლოგიურობასა და მდგრად განვითარებაზე.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავები შესთავაზოს მომხმარებელს კონკურენტულს ფასად
ჩვენთან დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური სამუშაო გარემო.
მდებარეობა: თბილისი, წერეთლის #140
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სამედიცინო დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება, კომპანიაში არსებული
მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლისთვის სრული კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ მითვლის/მიწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დარბაზში პროდუქციის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
** დარბაზში არსებულ პროდუქციაზე ფასების სწორად და დროულად დაფიქსირების უზრუნველყოფა და კონტროლი.
** სალარო ოპერაციების შესრულება
** ზედნადებების მომზადება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** დეტალებზე ორიენტირებული.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, (სასურველია ფოტოსურათით) ელფოსტაზე: info@wilckensgeorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "Wilckens Georgia" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|