დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.
"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ჩვენი გუნდის მიზანია, გაგიმარტივოთ ამანათების გადაზიდვის პროცესი.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ეფექტიან ფუნქციონირებასა და ლოჯისტიკური პროცესების გამართულად მართვას.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://easyway.ge/ka
მდებარეობა: ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძის 118
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება
განაცხადის ბოლო ვადა: 9 ივლისი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მონიტორინგი;
** მიღების, შენახვის, მიწოდებისა და აღწერის პროცესების ორგანიზება;
** საწყობის თანამშრომელთა მართვა, დატრენინგება და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია;
** ინვენტარის მართვა და დანაკარგების პრევენცია;
** უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობა;
** ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესება და ხარჯების ეფექტურად მართვა;
** ანგარიშგების მომზადება და ზედამხედველობასთან კომუნიკაცია;
** სკანირების პროცესის მართვა;
** კურიერების დისპეტჩინგი და შესასრულებელი/შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე;
** ლოგისტიკური პროცესების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების დროული გადაწყვეტის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სპეციალიზებული განათლება ლოჯისტიკაში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** საოფისე პროგრამებისა და საწყობის მართვის სისტემების ღრმა ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისურის ან რუსულის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პროფესიონალთა გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hr@easyway.ge. Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერი" ან შეავსეთ
განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/4744f41f56b42aa4d05180587f809a99
|
|
|
|