დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ივენთივ
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "Eventive Georgia" (https://eventive.ge) არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.
კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე თითოეული ღონისძიებისათვის კვებით, აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
გაყიდვების მენეჯერი, Eventive Georgia გუნდთან ერთად, იზრუნებს ახალი კლიენტების მოზიდვასა და კომპანიის პროდუქტების გაყიდვებზე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე (საერთაშორისო ბაზრები პრიორიტეტულია), პოზიციაზე მივესალმებით გაყიდვების მიმართულებით კარგი გამოცდილების მქონე, კომუნიკაბელურ, პრეზენტაბელურ, აქტიურ, განვითარებასა და მიღწევაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი (საბურთალო, ლვოვის ქ. #95)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
მივლინებები - სხვადასხვა გამოფენებსა და ღონისძიებებზე. უმეტესად საქართველოს ფარგლებს გარეთ
ანაზღაურება - ფიქსირებული (2000-2500 NET, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი პროექტებიდან (ძირითადი შემოსავალი ივარაუდება ბონუსით და მნიშვნელოვნად აღემატება ფიქსირებულ ანაზღაურებას)
დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების პროცესის წარმართვა;
** კომპანიის სხვა მიმართულებებთან კოორდინაციით გაყიდვების გეგმების და სტრატეგიის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
** პოტენციური კლიენტების ბაზებზე მუშაობა, მათი მოძიება, წარმოება/დამუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კომპანიის პროდუქტების გაცნობა-შეთავაზება, კომუნიკაციის წარმოება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა და/ან წარმართვა;
** ინდუსტრიის საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა/დასწრება, კომპანიის წარმოდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვების პროცესის დაგეგმვის და წარმართვის კარგი ცოდნა, უნარი და ინტუიტური აღქმა;
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასტუმროს, ტურიზმის და/ან ივენთ მენეჯმენტის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია ივენთ მენეჯმენტის და ტურისტული სფეროს და პროდუქტების ცოდნა;
** სასურველია მარკეტინგის მიმართულებით ცოდნა და/ან სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საქმიანი კორესპონდენციის წარმოების, პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი და ცოდნა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე;
** მოლაპარაკების წარმოების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი და ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე info@eventive.ge არაუგვიანეს 30 ივნისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|