დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიემ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს "ჯიემ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას - ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები
** საოფისე საქმიანობის ორგანიზება და კოორდინირება;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** კომპანიის ადმინისტრაციულ პროცესებში ჩართულობა;
** საოფისე და სხვა სახის პროდუქციის შეკვეთა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან დაკავშირება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება;
** ელექტრონულ ფოსტაზე და სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@bagi.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|