დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ელ+
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ-18:00 სთ
ფუნქცია მოვალეობები:
** გადასაზიდი საქონლის მითვლა და მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** მანქანის ძარზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება;
** ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე;
** საგზაო წესების დაცვა;
** მანქანის ამწე-მანიპულატორის მართვა ჩატვირთვა - გადმოტვირთვისას;
** დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (მინიმუმ 1 წელი)
** მართვის მოწმობა C კატეგორია
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებული
** ორგანიზებულობა
** მოტივირებულობა
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|